დასკვნა, სავარაუდოდ ივნისში იქნება - გზავნილები ბრიუსელიდან

31.05.22 15:10
დასკვნა, სავარაუდოდ ივნისში იქნება - გზავნილები ბრიუსელიდან

რა პერსპექტივა აქვს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭების პროცესში - ამ წუთებში ევროპის პოლიტიკური ლიდერები ბრიუსელში განცხადებებს აკეთებენ.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, დაინტერესებულ მედიას ურჩეს ევროკომისიას მუშაობა აცალონ: 

„ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს და დავაცადოთ კომისიას საკუთარი საქმის კეთება. დასკვნა, სავარაუდოდ ივნისში იქნება“ - განაცხადა  ჯოზეფ ბორელმა. 

სლოვენიის ყოფილ პრემიერი იანეზ იანშა კი ამბობს, რომ  , ზოგიერთ ქვეყანას სურს, რომ ასპირანტი ქვეყნების ისევ მოლოდინის რეჟიმში დარჩნენ: 

გულწრფელად რომ გითხრათ,  მე ამის წინააღმდეგი ვარ. ევროკავშირი დაფუძნებულია ღირებულებებზე. ვფიქრობ, რომ ევროპულმა გაერთიანებამ უნდა შეცვალოს კრიტერიუმები, დაუბრუნდეს თავდაპირველ სულისკვეთებას, მშვიდობას და არა ეკონომიკურ გარანტიებს. ეს იქნება ტესტი ევროკავშირისთვის“.- თქვა მაღალჩინოსანმა. 

მსგავსი სიახლეები