დავით ხიდაშელი ღარიბაშვილის დელეგაციაში - "ქართული ოცნება" პრობლემას ვერ ხედავს

31.05.22 15:25
დავით ხიდაშელი ღარიბაშვილის დელეგაციაში - "ქართული ოცნება" პრობლემას ვერ ხედავს

ვინ ჩასვა რუსი ოლიგარქის რწმუნებული მთავრობის  ოფიცალური დელეგაციის შემდგენლობაში - პრემიერ- მინისტრი შეკითხვას არ პასუხობს. "ქართული ოცნება" კი პრობლემას საერთოდ ვერ ხედავს და ამბობს, რომ დავით ხიდაშელი რიგითი მოქალაქეა, თუმცა ცხადია, რიგითი მოქალაქეები პრემიერს უცხო ქვეყანში ვიზიტებზე არ დაჰყავს. 

საზოგადოების წარმომადგენელია და იმყოფებოდა. რა ვიცი, რა სტატუსით იყო, მე არც ვიცოდი, რომ იყო... ხიდაშელზე აქცენტის გადატანა, ეს არის მცდელობა, რათა გადაფარონ საგანგებოდ მნიშვნელოვანი და სასიხარულო ინფორმაცია, რომ ამ წმინდა მიწაზე სამი საუკუნის მერე საქართველო ბრუნდება თავის წარმომადგენლობით, - თქვა მმართელი პარტიის წევრმა, გია ვოლსკიმ. 

ოპოზიციის თქმით, რუსი აგენტების საქართველოს მთავრობის დელეგაციაში ყოფნა ხელისუფლების რეალურ სახეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს. 

მეფის კარზე, ივანიშვილის კარზე, გამორჩეული ადგილი უჭირავს დღემდე და მნიშვნელოვანი შუამავალია ივანიშვილს და შესაბამის რუსულ ბიზნეს წრეებს, თუ პოლიტიკურ წრეებს შორის. მან ჩამოიტანა, ფაქტობრივად, დალაგებული სქემა  აი, ამ გარეჯთან დაკავშირებით კამპანიის.

ღარიბაშვილი არის იაფფასიანი პოპულიზმით დაკავებული და გაუგებარია, მის დელეგაციაში ვინ შედის,  მათ შორის, შედიან რუსეთის გავლენის აგენტები. აი, ეს არის რეალური სახე ამ ხელისუფლების, - თქვა "ლელოს" წევრმა, სალომე სამადაშვილმა. 

ოპოზიციის მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ  საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტი იორდანიაში არა საქართველოსთვის მიწის გადმოცემას, არამედ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურებოდა. 

რუსი ოლიგარქის რწმუნებული მთავრობის ოფიცალური დელეგაციის შემადგენლობაში დააფიქსირეს. ირკვევა, რომ იორდანიაში ვიზიტის დროს ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დავით ხიდაშელიც იმყოფებოდა. ის ოფიციალურ მიღებაზე გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომელიც თავად პრმეიერ-მინისტრის აპარატმა გაავრცელა. 

დავით ხიდაშელი სანქცირებული რუსი ოლიგარქის,  ვლდიმერ ევტუშენკოვის კომპანიების მმართველი და ბიძინა ივანიშვილის სკანდალური საუბრების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. მისი სახელი გახმაურებულ "კარტოგრაფების" საქმეშიც ფიგურირებს. 

მსგავსი სიახლეები