"სპასიბა" ყველაფრისთვის - აქცია-პერფორმანსი მთავრობის ადმინისტრაციასთან (ვიდეო)
"სპასიბა" ყველაფრისთვის - ამ სახელით "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან პერფორმანსი გამართეს.
პარტიამ ვიდეო ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, რომელშიც პრემიერ ღარიბაშვილის რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში იმ მოქალაქეების ხმა ისმის, რომლებიც მას მშვიდობისთვის, მართლმადიდებლობისა და აღმშენებლობისთვის მადლობას უხდიან.
პარტიის წევრებმა ადმინისტრაციის შენობის წინ სანთლებით "სპასიბა" დაწერეს.