ჩვენ გვსურს ევროპაში ყოფნა, რომ მიტაცებული სახელმწიფო დავიბრუნოთ - ნიკა მელია

31.05.22 19:06
ჩვენ გვსურს ევროპაში ყოფნა, რომ მიტაცებული სახელმწიფო დავიბრუნოთ - ნიკა მელია

ჩვენ გვსურს ევროპაში ყოფნა, რომ მიტაცებული სახელმწიფო დავიბრუნოთ - როტერდამში, ,,ევროპის სახალხო პარტიის" ყრილობაზე ,,ნაცმოძრაობის" ლიდერი გამოვიდა.

ნიკა მელიამ განაცხადა, რომ საქართველოში არსებული პოლიტიზირებული სასამართლოს წყალობით ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და მთავარი ოპოზიციური არხის დამფუძნებელი ციხეში არიან მოთავსებული.

ნიკა მელიამ ევროპის ყველაზე დიდი პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ევროინტეგრაციაა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც ქვეყანა პოსტსაბჭოთა სიბნელიდან გამოიყვანა და ევროპისკენ მის ინეტეგრაციას ხელი შეუწყო, რომელმაც რუსეთისა და პუტინის იმპერიულ დომინირებას დაუდო დასასრული, ახლა საკუთარი თავის ჩრდილს ჰგავს იმის გამო, რომ არ აქვს ციხეში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. 

მთავარი ოპოზიციური არხის მენეჯერი, ნიკა გვარამია, ჩასვეს ციხეში იმის გამო, რომ ზედმეტად ხმაურით გამოდიოდა რეჟიმის წინააღმდეგ, 

ჩემი თანამოქალაქეების წარმოდგენა, რომლებიც ხედავენ, როგორ არ ეხმარება საქართველოს მთავრობა უკრაინას, ასევე ვხედავთ, როგორ არის ჩვენი ქვეყნის მთავრობა ბნელ მხარეს, რკინის ფარდის მხარეს, რომელიც რუსეთმა ჩამოუშვა. 

დროა, რომ შეწყდეს რუსეთის დომინირება, რომელიც გამოხატავს უიმედობას, ყველაფერ ნეგატიურს.

ჩვენ, ქართველ ხალხს, გვსურს ევროპაში ყოფნა, რომ მიტაცებული სახელმწიფო დავიბრუნოთ, რომ გაგრძელდეს სვლა ნათელი მომავლისკენ!  - განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები