"ნუთუ, მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ?!" - სალომე ზურაბიშვილი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, ინიციატივით გუშინ გამართულ შეხვედრას, რომელიც ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის შედგა, პრეზიდენტი ეხმაურება.
ამ ფონზე კი, პირდაპირ საკვირველია დღევანდელი რეაქციები, დაწყებული იმით, რომ კითხულობენ - სად იყო პრეზიდენტი, დამთავრებული - პიკეტირებით, თუ ახალი დაკავებებით. ნუთუ, მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო და რომ ეს დამოკიდებულება ჩვენგან პასუხს, ანუ პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს. ჩვენგან ელიან მეტ თანმიმდევრულობას, მეტ კონსტრუქციულობას, მეტ სახელმწიფოებრივ მიდგომას, ანუ ჭეშმარიტ პატრიოტიზმს - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ მოლაპარაკებებს თავად პრეზიდენტი არ დასწრებია.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.