,,ოცნების" მხარდამჭერთა შორის მხოლოდ მარგარიტა სიმონიანი და პუტინის სხვა პროპაგანდისტები დარჩნენ - ნუგზარ წიკლაური

01.06.22 11:19
 ,,ოცნების" მხარდამჭერთა შორის მხოლოდ მარგარიტა სიმონიანი და პუტინის სხვა პროპაგანდისტები დარჩნენ - ნუგზარ წიკლაური

ძლიერი პოლიტიკურ განაცხადი  - ასე აფასებს ოპოზიცია ,,ევროპის სახალხო პარტიის" ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილისთვის სიმბოლურად განკუთვნილ სკამს.

,,ოცნების" ოპონენტები პირდაპირ  ამბობენ, რომ ამ ჟესტით ევროპის ყველაზე დიდმა და გავლენიანმა პარატიამ დემონსტრაციულად უთხრა მსოფლიოს, რომ საკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. 

ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ,,ევროპის სახალხო პარტიის" მხრიდან ეს მხარდაჭერის სიმბოლური აქტი იყო.

პარტიის სახალხო ფორუმზე მიხეილ სააკაშვილის მიწვევა, მისთვის საგანგებო ადგილის გამოყოფა, რა  თქმა უნდა, არის სიმბოლური აქტი მხარდაჭერისა, ასევე იმის პირდაპირი აღიარება, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. ,,ევროპის სახალხო პარტიის" ფორუმზე ასევე გამოჩნდა, როგორი მხარდაჭერა აქვს საქართველოში თავისუფლებისათვის მებრძოლ პრეზიდენტს და ზოგადად თავისუფლებისათვის მებრძოლ პოლიტიკურ ძალებს და ეს არის მართლაც დრამატული კონტრასტი იმ ფონზე, რომ ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერთა შორის დარჩნენ მხოლოდ მარგარიტა სიმონიანი და პუტინის სხვა პროპაგანდისტები“. - აცხადებს ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნუგზარ წიკლაური. 

შეგახსენებთ, რომ ,,ევროპის სახალხო პარტიის" ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილისთვის განკუთვნილი სკამი ცარიელი იყო. დონალდ ტუსკმა საუბარი სწორედ პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის შესახებ დაიწყო და მიხეილ სააკაშვილის წერილიც წაიკითხა. 

"ევროპის სახალხო პარტია" საქართველოში მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია - EPP პირდაპირ ამბობს, რომ ბოლო წლებში საქართველოში დემოკრატიული პროცესები შეფერხდა.
 

მსგავსი სიახლეები