პრემიერის ალტერნატიული რეალობა - ირაკლი ღარიბაშვილი წლიურ ანგარიშს წარადგენს

01.06.22 13:46
პრემიერის ალტერნატიული რეალობა - ირაკლი ღარიბაშვილი წლიურ ანგარიშს წარადგენს

პრემიერ-მინისტრის ალტერნატიული რეალობა - ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში წლიურ ანგარიშს რამდენიმე კვირაში წარადგენს. დოკუმენტში, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა, ყველა მიმართულება პოზიტიური კუთხით არის წარმოჩენილი. ანგარიში  ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმოხილვით იწყება.

მთავრობის მეთაური ამტკიცებს, რომ საქართველო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ნაწილს მიურთდა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ევროინტეგრაციისთვის ყველაფერი გააკეთა.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა და ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია.

ოპოზიციას ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვს. "ლელოს" წევრი, დავით უსუფაშვილი, ამბობს, რომ პრემიერისგან უჩვეულოს არაფერს ელის. 

პრემიერი მოვა და გვეტყვის, რომ ყველაფერი კარგადაა. ეს რომ არ გვითხრას, მაშინ არ უნდა მოვიდეს, წერილი გამოაგზავნოს „გადავდექიო“

რას ველი? იგივეს, რაც ღარიბაშვილისგან არაერთხელ ვნახეთ. მოვა, მოიკრებს ძალღონეს, შეეცდება რომ იყოს ცივილიზებული, ილაპარაკებს თუნდაც არასწორად, მაგრამ მიღწევებზე, მაგრამ ბოლოს დაგვანახებს თავის რეალურ სახეს, როგორც მისი ლიდერი იტყოდა და დაიწყებს შეურაცხყოფების მიყენებას, საქართველოს გაყოფას იმ ნაწილება,დ აი ჩემიანიები და აგერ მტრები და მოღალატეები და უღირსები და საცოდავები და უბედურები და ამას „ოცნება“ დაუკრავს ტაშს, - ამბობს უსუფაშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან  გოცირიძე, კი ამბობს, რომ პრემიერის ანგარიში, ფაქტობრივად, საქართველოს წარუმატებლობის სარკეა. 

ეს ანგარიში, ფაქტობრივად, არის საქართველოს წარუმატებლობის სარკე: გაღატაკებული ქვეყანა, ჩამოშლილი ეკონომიკა, არასტაბილური ლარი. ევროპის წაყვანი პარტიების ალიანსი და ასევე ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში ამბობს, რომ უკვე ორიენტაციის საკითხი დგას საქართველოსიო, ანუ ორბიტის საკითხი, რუსეთისკენ მიდიხართ, თუ არ მიდიხართ, ეს არის გასარკვევიო. ამაზე მძიმე შეფასება რა უნდა იყოს? სულის ჩავარდნა, -  ასე შეიძლება დავახასიათოთ ეს ერთწლიანი საქმიანობა, - ამბობს გოცირიძე.  

 

მსგავსი სიახლეები