დაბრუნდით შარლ მიშელის შეთანხმებაში - "ლელოს" მიმართვა ხელისუფლებას
"ლელო" "ქართულ ოცნებას" შარლ მიშელის შეთანხმებაში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. მამუკა ხაზარაძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებიდან ქართული ოცნების გასვლა არის ის მთავარი პრობლემა, რაზეც ევროპელი ლიდერები ღიად საუბრობენ.
"ლელოს" ლიდერი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. მისივე განცხადებით, 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებიდან ქართული ოცნების გასვლამ უმძიმესი დარტყმა მიაყენა ქყეყნის ევროპულ მომავალს.
სწორედ მიშელის შეთანხმების დატოვება იყო მთავარი პრობლემა, რომელიც ბრიუსელში ჩვენი შეხვედრებისას დღის წესრიგში დააყენა ევროპულმა მხარემ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას სასწრაფოდ დაუბრუნდეს მიშელის ხელშეკრულებას. ეს ყველაზე ნათელი, პოზიტიური გზავნილი იქნება ევროკავშირისთვის დარჩენილ მოკლე დროში ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამდე" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ლელო საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართავს, აიღოს პასუხისმგებლობა და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ხელისუფლება დაბრუნდეს შეთანხმებაში.