დასცინეს მოკლულ გირგვლიანს, სტრასბურგის გადაწყვეტილებას, მართლმსაჯულების იდეას - პაპუაშვილი epp-ის წინააღმდეგ

01.06.22 14:56
დასცინეს მოკლულ გირგვლიანს, სტრასბურგის გადაწყვეტილებას, მართლმსაჯულების იდეას - პაპუაშვილი epp-ის წინააღმდეგ

მაღალი ტრიბუნიდან დასცინეს მართლმსაჯულების იდეას, დასცინეს მოკლულ გირგვლიანს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ქართველი ხალხის სურვილს - პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის სახალხო პარტიის წინააღმდეგ. 

შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროპული ღირებულება კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულების აღსრულებაა.

რაც შეეხება ცარიელ სკამს, სახელსა და გვარს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმე სურათი იყო. ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ ევროპის სახალხო პარტიის მაღალი ტრიბუნიდან მართლმსაჯულების იდეას პირდაპირ დასცინეს. დასცინეს მოკლულ სანდრო გვირგვლიანს, მის ოჯახს. დასცინეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. დასცინეს ქართველი ხალხის სურვილს, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს და დასცინეს ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებას,  კანონის უზენაესობას. პატრონაჟი და პროტექცია რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპის სახალხო პარტიის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არ არის ევროპული ღირებულება. ევროპული ღირებულება კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულების აღსურლებაა"- თქვა მან. 

 

მსგავსი სიახლეები