ხელისუფლებას ვთავაზობთ, გამოყონ ექსპერტები, რომ სააკაშვილის მდგომარეობის შესწავლა, მათი ჩართულობითაც მოხდეს - საძაგლიშვილი

01.06.22 15:27
ხელისუფლებას ვთავაზობთ, გამოყონ ექსპერტები, რომ სააკაშვილის მდგომარეობის შესწავლა, მათი ჩართულობითაც მოხდეს - საძაგლიშვილი

"ვთავაზობთ ხელისუფლებას, რომ გამოყონ ექსპერტი ან ექსპერტები, რათა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა, მათი ჩართულობითაც მოხდეს", - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა კლინიკა "ვივამედიდან" გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექსპერტიზის პროცესი და ჩვენი სურვილია, რომ ეს პროცესი იყოს სრულიად გამჭვირვალე. ამიტომაც ვთავაზობთ ხელისუფლებას მათაც გამოყონ ექსპერტი, ან ექსპერტები, რომ მათი ჩართულობითაც მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლასა და დასკვნაში.
ასევე მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ არ შეგვიქმნას დაბრკოლება ამ პროცესში უცხოელი ექსპერტების მონაწილეობაზე, იმიტომ რომ ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ამის გაკეთება და შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული თანხმობებია საჭირო. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას. არ შეგვიქმნან ხელოვნური დაბრკოლებები. ეს გახლავთ მიხეილ სააკაშვილის სურვილი და შესაბამისად ჩვენი მხარე გამოთქვამს მზაობას ამის თაობაზე".- აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან კლინიკა „ვივამედში“ "ემპათიას" მედიკოსები იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები