შსს უზრუნველყოფს ხალხის უსაფრთხოებას - პაპუაშვილი ალტ-ინფოს დაანონსებულ აქციაზე

01.06.22 15:40
შსს უზრუნველყოფს ხალხის უსაფრთხოებას - პაპუაშვილი ალტ-ინფოს დაანონსებულ აქციაზე

აპირებს, თუ არა გადამწყვეტი ზომების მიღებას ხელისუფლება ტოტალური ძალადობის წინააღმდეგ და დაიცავს თუ არა ის ხალხს, განსხვავებით წინა წლისგან, როდესაც 50-ზე ემეტი ჟურნალისტი იქნა ნაცემი.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება ყველაფერზე პასუხისმგებელი. 

5 ივლისის საქმეს აღარ დავუბრუნდები. იცით თქვენ, რომ ეს ამოვარდნა იყო მთლიანად საქართველოს თანამედროვე განვითარებაში. ანუ, ძალადობა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ჟურნალისტების მიმართ. არ მთავარი არის ერთი რამ - ერთი არის გამოხატვის თავისუფლება, მეორე, ეს გახლავთ უსაფრთხოების ინტერესები. კითხვა რაში მდგომარეობს - ვუზრუნველყოფთ, თუ არ ვუზრუნველყოფთ?შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოების უსაფრთხოებას, ეს არის მათი ამოცანა.  “ - აცხადებს შაალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ტვ პირველმა " ალტ ინფოს" შიდა ჯგუფიდან ფარული აუდიო ჩანაწერები მოიპოვა, სადაც პრორუსი ლიდერები ისევ ძალადობას აორგანიზებენ.
 

მსგავსი სიახლეები