ეს ძალიან მძიმედ დაუჯდება ბიძინა ივანიშვილს - რომან გოცირიძე

01.06.22 16:56
ეს ძალიან მძიმედ დაუჯდება ბიძინა ივანიშვილს - რომან გოცირიძე

ამაზე დიდი სოლიდარობა რა უნდა იყოს - ასე აფასებს რომან გოცირიძე ,,ევროპის სახალხო პარტიის" ყრილობაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის სიმბოლურად განკუთვნილ სკამსა და ტუსკის მიერ ტრიბუნიდან წაკითხულ წერილს.

ენმ-ს წევრის თქმით,  ამ ჟესტით, პარტიათა ალიანსი, რომელიც დღეს ევროპას მართავს, აცხადებს, რომ საკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. 

ამაზე დიდი სოლიდარობა რა უნდა იყოს, ან ამაზე დიდი განაცხადი, რომ პარტიათა ალიანსი, რომელიც მართავს დღეს ევროპას, აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო არის ის სახალმწიფო, რომელიც დევნის პოლიტიკურ ოპოზიციას და რომელსაც ჰყავს პოლიტიკური პატიმარი. საბოლოოდ ამ სიგნალებს არავინ შეისმენს. ქვეყანა დაზიანდება და ხალხი, მაგრამ ეს ძალიან მძიმედ დაუჯდება ბიძინა ივანიშვილს“. - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ ,,ევროპის სახალხო პარტიის" ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილისთვის განკუთვნილი სკამი ცარიელი იყო. დონალდ ტუსკმა საუბარი სწორედ პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის შესახებ დაიწყო და მიხეილ სააკაშვილის წერილიც წაიკითხა. 

"ევროპის სახალხო პარტია" საქართველოში მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია - EPP პირდაპირ ამბობს, რომ ბოლო წლებში საქართველოში დემოკრატიული პროცესები შეფერხდა.
 

მსგავსი სიახლეები