საქართველო ევროპარლემენტის მხარდამჭერი რეზოლუციის გარეშე დარჩა - ოპოზიციის შეფასებები

02.06.22 11:55
საქართველო ევროპარლემენტის მხარდამჭერი რეზოლუციის გარეშე დარჩა - ოპოზიციის შეფასებები

საქართველო ევროპარლემენტის მხარდამჭერი რეზოლუციის გარეშე დარჩა. ევროკავშირის წევრობის სტატუსის განხილივის წინ, ევროპელმა დეპუტატებმა დაამტკიცეს უკრაინის და მოლოდვას მხარდამჭერი რეზოულციები, თუმცა მათ რიცხვში არ არის საქართველო.  

სამ ქვეყანას შორის ჩვენი ქვეყანა ერთადერთია ვის განაცხადსაც ევროპარლამენტმა რეზოლუციით არ უპასუხა. 

სალომე სამადაშვილის თქმით, სხვა ქვეყნის რეზოლუციის ტექსტში გაკვრით საქართველოს მოხსენიება საერთოდ არაფერს არ ნიშნავს.

ქართული ოცნება, პირველ რიგში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რეზოლუციაზე საერთოდ არც კი იყოს მსჯელობა ევროპარლამენტში, იმიტომ რომ, მათ ძალიან ეშინიათ, რომ რეზოლუციაში ჩაიდება კრიტიკული შეფასებები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ეხება იგივე მედიის თავისუფლებას, იგივე დემოკრატიის ხარისხს, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და ა.შ. სხვა ქვეყნის რეზოლუციის ტექსტში გაკვრით საქართველოს მოხსენიება საერთოდ არაფერს არ ნიშნავს“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

ლევან ხაბეიშვილი „ქართაული ოცნების“ მხრიდან განხორციელებულ საბოტაჟზე საუბრობს, და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერ გახდება დამაბრკოლებელი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საკითხში.

ცხადია, რომ საქართველოს აქვს ყველაზე მეტი პრობლემა და ზოგადად, ჩვენი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს არავინ არ აღიქვამს სერიოზულად. ქართული ოცნება საბოტაჟირებას ეწევა ჩვენი ევროპული მომავლის და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირმა არ მოგვცეს ეს სტატუსი. ცხადია არც მოგვცემენ, როცა მესამე პრეზიდენტს ფაქტობრივად კლავ ციხეში და ცხადია არ მოგცემენ, როცა დამოუკიდებელი მედიის მენეჯერს იჭერ. კიდევ დავიტოვებ იმედს, რომ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ამ სტატუსს საბოლოო ჯამში მაინც მივიღებთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩანს, რომ ჩამოვრჩებით უკრაინასაც და მოლდოვასაც. მილიარდელი ვერ გახდება დამაბრკოლებელი ჩვენი ქვეყნისთის“. - ამბობს ლევან ხაბეიშვილი პირველებთან საუბარში.

მსგავსი სიახლეები