საქართველო ნამდვილად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას - გურამ მაჭარაშვილი
საქართველო ევროპარლემენტის მხარდამჭერი რეზოლუციის გარეშე დარჩა. ევროკავშირის წევრობის სტატუსის განხილივის წინ, ევროპელმა დეპუტატებმა დაამტკიცეს უკრაინის და მოლოდვას მხარდამჭერი რეზოულციები, თუმცა მათ რიცხვში არ არის საქართველო.
ქართულ ოცნებაში არ აქვთ პასუხი, თუ რატომ არ აქვს ევროპარლამენტს ამ დრომდე მიღებული რეზოლუციის ტექსტი. გურამ მაჭარაშვილის თქმით, საქართველომ დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას.
ქართველმა ხალხმა უახლესი ისტორიის განმავლობაში დაამტკიცა და დაადასტურა, რომ ის არის ევროპული ღირებულებების მქონე ერი და მას სურს ევროპულ ოჯახში გაწევრიანება. მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირისთის, რომელიც ზოგადად, დაფუძნდა ადამიანის უფლებების, პრინციპების და სუვერენული ქვეყნების გაერთიანების პრინციპების საფუძველზე, ეს ფაქტორი უნდა იყოს უმთავრესი. რაც შეეხება დანარჩენ დეტალებს, ჩვენ კარგად ვიცით, რომ სტატუსის მქონე ძალიან ბევრი ქვეყანაა, რომელიც ჯერჯერობით წევრი არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გახდება. ვფიქრობ, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს ამ კანდიდატის სტატუსს“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.