მთავრობამ 747 ათას ლარსზე მეტი ქუჩის ტრენაჟორების რუსულ მწარმოებელს უკონკურენტო ტენდერით მისცა
ანტიკორუფციული მოძრაობა ,,ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოს მთავრობამ 747 ათას ლარზე მეტი უკონკურენტო ტენდერით მისცა ტრენაჟორების მწარმოებელ რუსულ კომპანიას. ბოლო 5 წელიწადში კი რუსეთში წარმოებულ სპორტულ ინვენტარში მთავრობამ 28 მილიონ ნახევარი ლარი გადაიხადა.
არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევით დადგინდა, რომ კომპანია ,,ჯეო პარკმა", რომელიც თბილისის ეზოებსა და სკვერებში ტრენაჟორების ამონტაჟებს, უკრაინაში ომის დაწყებისას უკონკურენტო კონტრაქტი გაუფორმა სპორტული ინვენტარის მწარმოებელ რუსულ კომპანიას, ეს ტენდერი მოიცავს 757 ათას ლარს.
კორუფციის მკვლევარები აღნიშნულ საკითხში რამოდენიმე პრობლემას ხედავენ: გრძელდება უკონკურენტო ტენდერების გაფორმება; გრძელდება ხელშეკრულების გაფორმება რუსულ კომპანიებთან მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია, ის გაცილებით უკეთესი ხარისხის ევროპული ანალოგით ჩაანაცვლოს.
კომპანია ,,ჯეოპარკმა", რომელსაც რუსეთიდან შემოაქვს სპორტული ინვენტარი და მას საჯარო უწყებებზე ყიდის, 2017-22 წლებში სახელმწიფო ტენდერებისგან მიიღო 28 მილიონი ლარი.
აღსანიშნავია, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, საჯარო უწყებებმა აგრესორ ქვეყანასთან 800 ათას ლარამდე ტენდერები გააფორმეს.
ჩნდება ეჭვი, რომ ამ კომპანიას მორგებული პირობებით ამარჯვებინებენ და მილიონობით ლარი რუსეთში მიემართება - აცხადებს ,,ფლანგვის დეტექტორის" წარმომადგენელი.