რატომ დარჩა საქართველო ევროპარლემენტის მხარდამჭერი რეზოლუციის გარეშე? - "ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია

02.06.22 13:32
რატომ დარჩა საქართველო ევროპარლემენტის მხარდამჭერი რეზოლუციის გარეშე? - "ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია

რატომ დარჩა საქართველო ევროპარლემენტის მხარდამჭერი რეზოლუციის გარეშე? - სამ ქვეყანას შორის ჩვენი ქვეყანა ერთადერთია ვის განაცხადსაც ევროპარლამენტმა რეზოლუციით არ უპასუხა. 

"ქართული ოცნების" დეპუტატები აცხადებენ, რომ მთავარი არის შედეგი და შედეგთან დაკავშირებით აქვთ პოზიტიური მოლოდინი. 

ისინი პირველებთან საუბარში ამტკიცებენ, რომ ევროპარლამენტი არ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

მოგიწოდებთ და გთხოვთ, ამოიღოთ ის ნაბიჯები, რომლებიც გადადგა საქართველომ, რომელიც გადადგა მოლდოვამ და რომელიც გადადგა უკრაინამ და ნათლად დაინახავთ, რომ ყველა პარამეტრში საქართველო არის მოწინავე პოზიციაზე. თუ რაიმე გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება იყოს არასასურველი ქვეყნისთვის, ეს იქნება, რა თქმა უნდა, არაობიექტური და ამავდროულად პოლიტიკური გადაწყვეტილება", - ამბობს პირველებთან საუბარში ალუდა ღუდუშაური.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ დღეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებთან, ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება ხდება აქ და დარწმუნებულები ვართ იმ პროგრესით იმ პროაქტიური დღის წესრიგის ხარჯზე, რომელიც ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე აქვს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ დამსახურებულად მივიღებთ ამ სტატუსს“, - აცხადებს კოკი იონათამიშვილი.
 

მსგავსი სიახლეები