მიხეილ სააკაშვილის პასუხი მოსამართლეს - მესამე პრეზიდენტი პალატაში დაკითხვაზე უარს ამბობს
მიხეილ სააკაშვილის უარი მოსამართლეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის იმდენად ცუდადაა, რომ პროცსეში მონაწილეობას ვერ მიიღებს:
აქვე ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი აცხადებს, რომ პრობლემა მხოლოდ სასამართლოში მისვლის არ მოიცავს.
მიხეილ სააკაშავილი აქტიურად იღებდა მონაწილეობას მის წინააღმდეგ წარმოებულ პოლიტიკურ საქმეებზე და ყველა სხდომაზე გამოდიოდა სიტყვით. შესაბამისად, მას სურვილი აქვს, რომ მომავალშიც გააგრძელოს პროცესებში მონაწილეობა, როგორც კი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას მისცემს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ვართ ამ მომენტთან ახლოს, ისევ და ისევ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. რეალურად არანაირი აზრი არ აქვს გასვლითი სხდომის ჩატარებას. პრობლემა არ მოიცავს მხოლოდ სასამართლოში მისვლის საკითხს და ამიტომ ეს შემოთავაზება უბრალოდ უშედეგო იქნება“. - აცხადებს დიტო საძაგლიშვილი.
მოსამართლემ საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 9 ივნისისთვის გადადო.