სააკაშვილს ქვეყანაში არაჟნით შემოსვლა ძვირი დაუჯდა, ამიტომ ახლა რამე არამალფუჭებადი პროდუქტი სცადოს - ღუდუშაური
სახელისუფლებო პარტიაში ირწმუნებიან, რომ დღეს მესამე პრეზიდენტი პოპულარული ფიგურა აღარ არის, ამასთან, არც მისი მდგომარეობა და არც განცხადებები საზოგადოებას აღარ აინტერესებს.
ალუდა ღუდუშაური სააკაშვილს ურჩევს, "რადგან ქვეყანაში არაჟნით შემოსვლამ არ გაამართლა, სხვა არამალფუჭებადი პროდუქტი იპოვოს და ამის შემდეგ იმით შემოიპაროს".
ქართული მართლმსაჯულება აღსრულდა მის თავზე, რასაც, როგორც ჩანს, ვერ წარმოიდგენდა. აქედან გამომდინარე, ახლა ბუნებრივია ტირის, მოთქვამს, რომ როგორმე გააღწიოს ქვეყნიდან და ალბათ ფიქრობს, რომ არაჟნით შემოსვლა, ასე ვთქვათ ბრჭყალებში, მას ძვირი დაუჯდა და ახლა შეარჩევს სხვა არამალფუჭებად პროდუქტს და იმით შემოიპარება.
რაში უნდა წარმოადგენდეს სააკშვილი, რომელსაც ალბათ არ ვიცი, დედამისის და რამოდენიმე რადიკალი ნაციონალის გარდა, თვითონ გუნდშიც აღარ ჰყავს მომხრეები“, - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.