იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ ევროპელ ლიდერებთან ითანამშრომლოს, მათ ლანძღავს - ფიქრია ჩიხრაძე
სამ ქვეყანას შორის საქართველო ერთადერთია, ვის განაცხადსაც ევროპარლამენტმა რეზოლუციით არ უპასუხა - "ლელოს" ლიდერის, ფიქრია ჩიხარაძის თქმით, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროპელ ლიდერებთან აქტიურად ითანამშრომლონ, მათი ლანძღავითაა დაკავებული:
„ჩვენ მოლდოვაზე წინ ვიყავით ყოველთვის შეფასებების კრიტერიუმებით და სამწუხაროდ, დღეს ჩამოვრჩით. ჩამოვრჩით რატომ? - იმიტომ რომ, მოლდოვა თუ მუშაობს აქტიურად ევროპულ ლიდერებთან, ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლები და ლიდერები ლანძღავენ და თათხავენ იმ ადამიანებს, რომლებმაც საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ“. - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.
საქართველო ევროპარლემენტის მხარდამჭერი რეზოლუციის გარეშე დარჩა. ევროკავშირის წევრობის სტატუსის განხილივის წინ ევროპელმა დეპუტატებმა დაამტკიცეს უკრაინის და მოლდოვას მხარდამჭერი რეზოლუციები, თუმცა მათ რიცხვში არ არის საქართველო.