მოწმეები ადასტურებენ, რომ თანატოლს ჭრილობები 15 წლის მოზარდმა მიაყენა - პროკურორი
სისხლიანი გარჩევა მოზარდებს შორის - საქმის პროკურორის მტკიცებით, საქმეში წარმოდგენილია არაერთი ჩვენება, რომლითაც დასტურდება, რომ სწორედ 15 წლის ბრალდებულმა მიაყენა დაზიანებები თანატოლს.
ბრალდების მხარის თქმით, საუბარია ოთხ მოწმეზე, რომლებიც დანაშაულის თვითმხილველები არიან.
შოთაძის უწყების წარმომადგენელი ამბობს, რომ არასრულწლოვანმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ ცივი იარაღი მოიშორა. მისივე თქმით, დანა ამოღებული არ არის.
ამოღებულია ყველა მონაწილე პირის ტანსაცმელი. დაახლოებით 20-მდე ლოკაციაა გაჩხრეკილი. ყველა ხსენებულ ტანსაცმელზე დაინიშნება ექსპერტიზა და გაირკვევა, რას წარმოადგენს მასზე არსებული კვალი"- განაცხადა პროკურორმა.
თანატოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ხელთარსებული დანით მისსავე თანატოლისთვის გულმკერდის და მუცლის არეში ორჯერ დარტყმით სცადა განზრახ მკვლელობა.