ვიტოვებთ უფლებას, არ დავეთანხმოთ პრეზიდენტს მთელ რიგ საკითხებში - ალუდა ღუდუშაური

03.06.22 11:17
ვიტოვებთ უფლებას, არ დავეთანხმოთ პრეზიდენტს მთელ რიგ საკითხებში - ალუდა ღუდუშაური

პრზიდენტის მწვავე კრიტიკას მმართველ გუნდში პასუხობენ. "ქართული ოცნების" წევრი, ალუდა ღუდუშაური პირდაპირ ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს მთელ რიგ საკითხებში არ ეთანხმება. ღუდუშაური ისევ ოპოზიციისკენ იშვერს ხელს და ამბობს, რომ საქართველოშ ნადმვილად არის პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ქვეყნის საბრძლო მოქმედებებში ჩართვა სურს. 

ნება მიბოძეთ, დავიტოვოთ უფლება, რომ არ დავეთანხმოთ პრეზიდენტს მთელ რიგ საკითხებში და დიახ, დემოკრატია ეს არის, რომ პრეზიდენტს აქვს ცალკეულ საკითხებთან მიმართებაში თავისი შეფასებები, მაგრამ ჩვენი შეფასებები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით არის განსხვავებული. თ ქალბატონო პრეზიდენტი კარგად და სიღრმისეულად შეხედავს სურათს, მე ვფიქრობ,რ ომ ძნელი დასანახი არ უნდა იყოს ის, რომ დიახ, ქვეყანაში არიან პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები და არავისთის ახალი არ არის ვინ არიანეს ადამიანები და ეს ქალბატონები და ბატონები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა, მათვე საკუთარი ქვეყანა ჩართული იყოს საომარ მოქმედებებშ და დიახ, საქართველოში მოეწყოს მეორე ბუჩა, - ამბობს ღუდუშაური. 

 

მსგავსი სიახლეები