"სიტყვას უნდა მოჰყვეს საქმე" - რომან გოცირიძე პრეზიდენტის მწვავე განცხადებებზე

03.06.22 11:25
"სიტყვას უნდა მოჰყვეს საქმე" - რომან გოცირიძე პრეზიდენტის მწვავე განცხადებებზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე სალომე ზურაბიშვილის მწვავე განცხადებებს ეხმიანება. საუბარია პრეზიდენტის კრიტიკაზე, რომელიც მან მმართველი გუნდის მისამართით გააჟღერა. ოპოზიციის წევრი მიიჩნევს, რომ მხოლოდ სიტყვები საკმარისი არ არის და ზურაბიშვილმა თავისი პოზიცია საქმით უნდა გაამყაროს. 

რა თქმა უნდა, პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლა იყო უმძიმესი მოსასმენი „ქართული ოცნებისთვის“. ერთია, რომ აკეთო სწორი განცხადებები და მეორეა, განცხადებებს და სიტყვას უნდა მოჰყვეს საქმე და საქმე იქნება ახლა, აი, ამ მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტში, როდესაც გაწევრიანების საკითხი დგება, გამოუშვას საპყრობილედან ნიკა  გვარამია. დასცინა, ფაქტობრივად, როესაც აგერ, გუშინ ლუქსემბურგმა მოუსმინაო. ლუქსემბურგი ჯუჯა სახელმწიფოა და ლუქსემბურგი უსმენს ზელენსკის და საქართველოს პარლამენმტმა უარი უთხრა ანუ ბიძნა ივანიშვილმა უარი უთხრა, ოღონდ ბიძინა ივანიშვილს არაფერში ადანაშაულებს, - ამბობს რომან გოცირიძე. 

მსგავსი სიახლეები