კიდევ ერთი პოლიტიკური გზავნილი დასავლეთიდან - ევროპარლამენტარები საქართველოში მედიაგარემოს შეაფასებენ
კიდევ ერთი პოლიტიკური გზავნილი დასავლეთიდან - ევროპარლამენტარები ადასტურებენ, რომ ამზადებენ დოკუმენტს, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლების პრობლემებს შეეხება. რა სახის იქნება დოკუმენტი ცნობილი მომდევნო კვირაში გახდება. ამის მიუხედავად, "ქართული ოცნება" უკვე აცხადებს, რომ დოკუმენტი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ არის დაკვეთილი.
ოპოზიცია კი ამბობს, რომ ხელისუფლება ევროპარლამენტარებზე თავდასხმების ახალ სერიას გეგმავს. ხელისუფლების ოპონენტები ასევე პრობლემას ხედავენ იმაშიც, რომ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია ამ დრომდე მიღებული არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" ევროპარლამენტში პარტნიორი აღარ დარჩა.
პარტია "საქართველოსთვის" წევრი კახა ქემოკლიძე ამბობს, რომ რეზოლუციასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი არ აქვს.
პოზიტიური მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს იმასთან დაკავშირებით თუ რა ჩაიწერება მედიასთან დაკავშირებულ რეზოლუციაში. რატომ? იმიტომ, რომ დაუშვეს მათ 5 ივლისი. მტავარია, ეს დანაშუალი არ გამოძიეს დ აფაქტობროვად, განცხადებები მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული პირდაპირ ახალისებდა ძალადობას მედიის წარმომადგენლებზე. ბატონი მდინარაზე რასაც ამბობს, ჩემი აზრით, ეს არის ტყუილის, დემაგოგიის და მავდროულად უცოდინრობის კარგი ნაზავი. მარია კალიურანდი, სვემ მიქსერი, ესენი არიან სწორედაც სოციალისტების ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც უნდა ლობირებდნენ „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკას, - თქვა ქემოკლიძემ.