სააკაშვილი, თურმე, აქ ვერ იღებს შესაბამის მკურნალობას და მიიღებს მარსზე და გალაქტიკაში - ღუდუშაური

03.06.22 12:25
სააკაშვილი, თურმე, აქ ვერ იღებს შესაბამის მკურნალობას და მიიღებს მარსზე და გალაქტიკაში - ღუდუშაური

 ალუდა ღუდუშაური მიხეილ სააკაშვილის  ქვეყნის გარეთ სამკურნალოდ გაყვანას გამორიცხავს.

მმართველი გუნდის წევრის თქმით, ამ აჟიოტაჟზე დრო არ უნდა დაკარგონ, რადგან ეს ყველაფერი სააკაშვილის ქვეყნიდან გაპარებას ისახავს მიზნად.

„ეს არის წყლის ნაყვა, რომელიც მიზნად ისახავს, როგორმე სააკაშვილის სასჯელისგან განრიდებას და ქვეყნიდან გაპარებას. ეს აჟიოტაჟი, რომელსაც ქმნიან, ემპათია იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა, გამორიცხული არის. 
ერთხელ და სამუდამოდ, ხაზგასმით ვამბობ და ამაზე დრო არ უნდა დავკარგოთ, რომ თითქოს, საქართველოში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი სერვისის მიწოდება  ვერ მოხერხდება, აი ამ სიცრუეს თავი დაანებონ. სად აპირებენ სააკაშვილის წაყვანას ძალიან საინტერესოა. რა სერვისი უნდა მიიღოს სააკაშვილმა ისეთი ქვეყნის ფარგლებს  გარეთ, რასაც აქ ვერ იღებს და რომელსაც თურმე, მათი თქმით მიიღებს მარსზე და გალაქტიკაში“. - აცხადებს ღუდუშაური.

შეგახსენებთ, რომ „ემპათიის“ ექსპერტთა ჯგუფი მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის გარეთ მკურნალობას, რადგან, მათი თქმით, საქართველოს არც ერთ კლინიკაში მესამე პრეზიდენტის მკურნალობისათვის საჭირო სერვისი არ მოიძებნება.
 

მსგავსი სიახლეები