სააკაშვილის ექსპერტიზა სამთვიანი დაგვიანებით - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი კომენტარი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ექსკლუზიური კომენტარი ,,ტვ პირველს" - კოკა კაციტაძე ვერ პასუხობს კითხვას, რატომ გადაწყვიტეს მესამე პრეზიდენისთვის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება სამთვიანი დაგვიანებით და რატომ დაემთხვა ეს დროში დამოუკიდებელი ექსპერტიზის პროცესს.
კოკა კაციტაძე "პირველებთან" საუბარში აცხადებს, რომ ეს ექსპერტიზა მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობას არ ეხება. მისი თქმით, ექსპერტიზის ჩატარება მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა მოითხოვეს, თუმცა ეს მოთხოვნა უფლებდამცველებს ჯერ კიდევ მარტის თვის დასაწყიში ჰქონდათ.
ეს ექსპერტიზა არ ეხება მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ეს ეხება გამოძიების საგანს, რაც წარმოადგენს. ანუ მე-12 მე-18 დაწესებულებაში და გორის სამხედრო ჰოსპიტალში რამდენად ადეკვატური სამედიცინო მომსახურება იქნა გაწეული და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ექსპერტიზები დანიშნული იქნა მისი ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის, მოთხოვნით 3 თვის წინ კი, მაგრამ ამ სამი თვის განმავლობაში ხდებოდა ამ შეკითხვებში ჩამოყალიბებული გარემოებების გადამოწმება და 49 პირია გამოკითხული ამ მიზნით. ეს ამოწურავი ინფორმაცია ჩვენ ახლა უნდა მივაწოდოთ კომისიურ სასამართლო-სამედიცინიო ექსპერტიზას.
მათ შორის, ფსიქოლოგიური ექსპერტიზაც არის დანიშნული. მეორეჯერ ინიშნება ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და ამის დანიშვნაც მოთხოვნილი იყო ადვოკატის მხრიდან.
ასევე, ტანსაცმლის ექსპერტიზაზეც მიღებულია პასუხი და ადვოკატს აქვს სრული შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს მოვიდეს და მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია, - აცხადებს კოკა კაციტაძე.