თუ კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭეს, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთი კავკასიიდან შეშინებული გადის - ბექა დავითულიანი

03.06.22 13:57
თუ კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭეს, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთი კავკასიიდან შეშინებული გადის  - ბექა დავითულიანი

ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილეს, ბექა დავითულიანს, მიაჩნია, რომ თუ დღეს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებს, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ დასავლეთი კავკასიის რეგიონს შეშინებული ტოვებს.

ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხს რუსეთი და ყველა პრორუსული ძალა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ გამოიყენებს.

დღეს თუ ევროკავშირმა ტექნიკური წვრილმანი მიზეზების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ეს აპრიორი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ამას რუსეთი, ყველა პრორუსული ძალა ჩათვლის მწვანე სიგნალად, რომ კავკასიის რეგიონიდან დასავლეთი გადის და გადის შეშინებული. ამიტომ მათ ეს არ უნდა გააკეთონ არავითარი ტექნიკური მიზეზის გამო - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ევროაპრალემნტი მომდევნო კვირაში გაასაჯაროებს რეზოლუციას, რომელიც საქართველოში მედიის თვაისუფლების პრობლემებს შეეხება. პარალელურად, ,,ქართული ოცნება" ამზადებს მესიჯბოქსს, როგორ აირიდოს პასუხისმგებლობა კრიტიკულ რეზოლუციაზე. მმართველი პარტია გვიმტკიცებს, რომ დოკუმენტი, რომელიც ჯერ არ არსებობს, ოპოზიციის დაკვეთილია.

,,პირველების" ინფორმაციით, დოკუმენტს საქართველოში მედიაგარემოს შესახებ ევროპარლამენტის ის პოლიტიკური ჯგუფები ამზადებენ, რომლებიც ,,ქართული ოცნების" პარტნიორებად ითვლებიან. ხელისუფლება არაფერს ამბობს მედიათავისუფლების პრობლემაზე, რომელზეც ევროპარლამენტმა რეზოლუციის მიღება გადაწყვიტა. ამის პარალელურად პასუხი არც იმაზე აქვთ, რატომ ვერ მიიღო საქართველომ მხარდამჭერი რეოლუცია მოლდოვის და უკრაინის მსგავსად.

 

მსგავსი სიახლეები