აშშ-ს ანგარიშმა დაგვანახა, რომ სახელმწიფო არის არაეფექტური - არასამთავრობო სექტორი

03.06.22 14:39
აშშ-ს ანგარიშმა დაგვანახა, რომ სახელმწიფო არის არაეფექტური  - არასამთავრობო სექტორი

მესამე სექტორი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს აფასებს. არასამთავრობოების წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, რომ დღეს სახელმწიფო არის უუნარო, შესაბამისად, კრიტიკული გზავნილები ამერიკიდან ამით არ შეწყდება.

EMC-ის მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი გურო იმნაძე "პირველებთან" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაძლო, მასიურ მოსმენებზე საუბრობს და ამბობს, რომ უწყების მხრიდან, ადეკვატური პასუხები ვერცერთხელ ვერ მოისმინეს. 

ჩვენ ამ ანგარიშში ვხედავთ, რომ პირდაპირ საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, მასიური მოსმენების უკან იდგეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ამ ყველაფერს სჭირდება პასუხები, თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში, ჩვენ ვერცერთხელ ვერ მოვისმინეთ ამ უწყების წარმომადგენლების მხრიდან ადეკვატური პასუხები. პირიქით, ჩვენ ვხედავთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ცდილობენ, რომ დაიცვან, გადაეფარონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და ასევე ცდილობენ, რომ მოხდეს ამ პრობლემის იგნორირება და უგულებელყოფა,  - ამბობს გურო იმნაძე. 

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ანგარიში სახელმწიფოს არაეფექტურობაზე მიუთითებს.

ანგარიში ამბობს, რომ სახელმწიფო არის არაეფექტური ადამიანების უფლებების დაცვაში და თუკი ამგვარი მეთოდებით გააგრძელებს სახელმწიფო მოქმედებას, ნიშნავს იმას, რომ ის არის რუსეთი, - აცხადებს პირველებთან საუბარში ნათია კაპანაძე.

GDI-ს თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების მხრიდან  ტოტალურ კონტროლზე საუბრობს და ამბობს, რომ მასშტაბურ დანაშაულთან გვაქვს საქმე.

რეალურად ამ კრეფსებსა და დოკუმენტში ასახულმა სურათმა დაგვანახა, რომ გვაქვს შეხება ძალიან მასშტაბურ დანაშაულთან. ტოტალური კონტროლი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გამოყენებულია გარკვეული გავლენების გამოსაყენებლად იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან მათი ინტერესის სფეროში,  - ამბობს ედუარ მარიკაშვილი.

მღვდლების და მონაზვნების საძინებლებში თვალთვალი, ფარული მოსმენა და პირადი ცხოვრების მიყურადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა. დღეს უკვე მთელმა მსოფლიომ გაიგო ამბავი რომ საქართველოში, სპეცსამსახურები სასულიერო პირებს, ჟურნალისტებს, პოლიტკოსებს უკანონოდ უსმენდა და ათი ათასობით ფაილი შექმენს. 

სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების ანგარიშში წერია, რომ მაშინ როდესაც საქართველოს ხელისუფლება და საპატრიარქო ამტკიცებდნენ, რომ რუსეთი ჩვენი საეკლესიო საზღვრების ერთიანობას აღიარებს, თურმე მოსკოვი ცდილობდა, სოხუმსა და ცხინვალში პროცესების გაღვივებას, რომ მათ ავტოკეფალია გამოეცხადებინათ. 

მსგავსი სიახლეები