დალაგებულად, ჩამოყალიბებულად წარმოადგინოს არგუმენტები - პაპუაშვილი პრეზიდენტის კრიტიკაზე

03.06.22 15:17
დალაგებულად, ჩამოყალიბებულად წარმოადგინოს არგუმენტები - პაპუაშვილი პრეზიდენტის კრიტიკაზე

"ქართული ოცნების" ბოსები პრეზიდენტის პოლიტიკური იერიშის და მწვავე კრიტიკის განეიტრალებას ცდილობენ. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილისგან არგუმენტებს ითხოვს. მისი თქმით, მხოლოდ ეპითეტებით საუბარი საკმარისი არ არის.  

ჩვენ მოვისმინეთ ეპითეტი, მაგრამ არ მოვისმინეთ არგუმენტი. ეს არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით როდესაც ასეთი მძიმე ეპითეტეპით მოიხსენება ესა თუ ის, გასნაკუთრებით კონსტიტუციური ორგანოები, ამას უნდა მინიმუმ მოჰყვეს არგუმენტი. აქ საკმარისი არ არის, რომ ვიღაცამ გააკრიტიკა, ვიღაცამ ასე თქვა, ვიღაცამ ისე თქვა. ჩვენ ვსაუბრობთ კონსტიტუციურ ორგანოზე, როდესაც ერთი კონსტიტუციური ორგანო მეორე კონსტიტუციურ ორგანოს ასეთი ეპითეტეფით ამკობს. ყველამ დალაგებულად, ჩამოყალიბებულად, დაწერილად წარმოადგინოს არგუმენტები, კონკრეტულად რას ხედავენ პრობლემად. რაც შეეხება ზოგადად ევროინტეგრაციის პროცესს და გარკვეული ნაბიჯების გადადგმას, ეს პროცესი მიჰყავს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, - თქვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე, საზოგადოებას შეახსენა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის პარლამენტში ცართვის ინიციატივა არა თავად უკრაინის რპეზიდენტს, არამედ "ნაციონალურ მოძრაობას" ეკუთვნოდა. 

მემგონი, ყველას დაავიწყდა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის არც არასდროს გამოუთქვამს სურვილი, რომ პარლამენტს ჩართვოდა. თუ ყველას კარგად გახსოვსთ, ეს გახლდათ „ნაციონალური მოძრაობის“ იდეა, - თქვა პაპუაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები