შვიდი დიასახლისის ხელში, ბავშვი მშიერი რჩებაო - სერგეენკო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ისაუბრა. სერგეენკოს თქმით, ყველაფერს ხელს საკითხის ჭარბი პოლიტიზირება უშლის.
შვიდი დიასახლისის ხელში, ბავშვი მშიერი რჩებაო, რაღაც ამ ვითარებასთან გვაქვს საქმე. უნდა ჩატარდეს არა კლინიკური აუდიტი, არამედ კონსილიუმი, როდესაც მკურნალი და მოწვეული ექიმები სხდებიან ერთად და მაგიდიდან იქამდე არ დგებიან, ვიდრე კონსენსუსამდე არ მივლენ, რომელსაც იქვე ხელმოწერით დაადასტურებენ. მე ვფიქრობ, რომ ჭარბი პოლიტიზირება ამ საკითხის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი ამ საქმეში, - განაცხადა სერგეენკომ.