სურვილი არის ამ პროცესის გაჭიანურების, ჩვენ ამის დრო არ გვაქვს - გიული ალასანია

03.06.22 16:54
სურვილი არის ამ პროცესის გაჭიანურების, ჩვენ ამის დრო არ გვაქვს - გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტს ამ წუთებში "ვივა-მედის" კლინიკაში გიული ალასანია ხვდება.

დაპატიმრებული პრეზიდენტის დედა დარმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" გამიზნულად ცდილობს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელით სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის ყველა გზა გადაუკეტოს.


 გიული ალასანიას მიაჩნია, რომ ხელისუფლება დროს ხელოვნურად აჭიანურებს.


სურვილი არის ამ პროცესის გაჭიანურების, ეს ხომ ჩვენთვის უკვე დიდი ხანია ნათელია, მაგრამ ეს არ არის სწორი გზა. ჩვენ ამის დრო არ გვაქვს“. - ამბობს გიული ალასანია.

რაც შეეხება ექსპერტიზის ჩატარებას, გიული ალასანიას თქმით, სჯობს, რომ გაერთიანებული ექსპერტიზა ჩატარდეს და საქმეში ჩაერთონ წარმომადგენლები, როგორც „ემპათიის“ ისევე სახელმწიფოს მხრიდან.
 

მსგავსი სიახლეები