რუსეთი ცხინვალისა და აფხაზეთის ეკლესიების ავტოკეფალიას მხარს უჭერს - აშშ-ს სახდეპი რუსეთის საპატრიარქოს ამხელს
რუსეთის საპატრიარქოს თაღლითობის სერია ამერიკის საიდუმლო სამსახურმა ამხილა. სახელმწიფო დეპარტამენტის წყაროების ცნობით, რუსეთის ეკლესია ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის ეკლესიების ავტოკეფალიას მხარს უჭერს. უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირები პირდაპირ ამბობენ, რომ მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში რუსეთის ეკლესიას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს.
თეოლოგ გოჩა ბარნოვის თქმით, საქართველოს საპატრიარქო, ალბათ უარყოფს აშშ-ის მიერ გავრცელებული დოკუმენტს, რადგან, მისი თქმით, ჩვენი ეკლესია პრორუსული პოლიტიკის მომხრეა.
საქართველოს ეკლესია ეწევა პრორუსულ პოლიტიკას ჩვენს ქვეყანაში და ყოველთვის ამართლებს მათ ნებისმიერ ნაბიჯს, რასაც ისინი ახორციელებენ.
ჩვენი საპატრიარქო ალბათ უარყოფს ამ ინფორმაციას, რადგან მათთვის აშშ-ის მიერ გავრცელებული დოკუმენტი არ არის ავტორიტეტული ინფორმაციის წყარო“. - ამბობს გოჩა ბარნოვი.
ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის ხელმძღვანელი, პირველებთან საუბარში ამბობს, რომ რუსეთის საპატრიარქოში საქართველოს პატრიარქს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად აღარ მოიხსენიებენ და მხოლოდ ერთი ნაბიჯია მათი მხრიდან აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებამდე.
აქედან მხოლოდ ერთი ნაბიჯია იქამდე, როგორც ეს მოხდა სახელმწიფო საზღვრებთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ეკლესიამ, ერთ მშვენიერ დღეს, ისევე აღიაროს აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა, როგორც ეს აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემთვევაში. რუსეთის საპატრიარქომ მთლიანად ამოიღო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ტიტულატურიდან ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტული და ის, ამ სახელდებით არ მოიხსენიებს. ეს ძალიან ნათელი გზავნილია, რომ საქართველოს პატრიარქს არ თვლიან ბიჭვითის მიტროპოლიტად. - აცხადებს ლელა ჯეჯელავა.
შეგახსენებთ, რომ დღეს უკვე მთელმა მსოფლიომ გაიგო ამბავი, რომ საქართველოში, სპეცსამსახურები სასულიერო პირებს, ჟურნალისტებს, პოლიტკოსებს უკანონოდ უსმენდა და ათი ათასობით ფაილი შექმენს.
სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების ანგარიშში წერია, რომ მაშინ როდესაც საქართველოს ხელისუფლება და საპატრიარქო ამტკიცებდნენ, რომ რუსეთი ჩვენი საეკლესიო საზღვრების ერთიანობას აღიარებს, თურმე მოსკოვი ცდილობდა, სოხუმსა და ცხინვალში პროცესების გაღვივებას, რომ მათ ავტოკეფალია გამოეცხადებინათ.