ჩემი შვილი სუსტადა, მუდმივად მაქვს შიში, რომ ადამიანი გელაპარაკება და უცებ შეიძლება დაეცეს - გიული ალასანია
მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის გადაყვანა ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს.
საკმაოდ სუსტად არის, მუდმივად მაქვს შიში, რომ შეიძლება ადამიანი გელაპარაკება და უცებ შეიძლება დაეცეს. ამიტომ, ძალიან მეშინია ამ პროცესის. გადადება აღარ შეიძლება, თუ უნდათ, რომ ადამიანმა იცოცხლოს და გადაარჩინონ, მაშინ ეს პროცესი ძალიან უნდა დაჩქარდეს",-აცხადებს ალასანია.