ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ისგან კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვს
მთავარი არხის გენერალური დირექტორი და რუსთავი-2-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია ტელეკომპანიისგან კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვს.
დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, ხელშეკრულების თანახმად, თანამდებობიდან ნიკა გვარამიას 2020 წლის 31 დეკემბრამდე გათავისუფლება აკრძალული იყო, რაც ტელეკომპანიის ახალმა ხელმძღვანელობამ არ გაითვალისწინა:
ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშის მიერ გათავისუფლდა თანამდებობიდან ამ ხელშეკრულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რის გამოც ნიკა გვარამიას წარმოეშვა მოთხოვნის უფლება 5 მილიონ აშშ დოლარის ოდენობით. ეს არის ზიანი, რაც მას მადგა რუსთავი 2-ის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევით. თუ ვინმე დაზარალებულია ამ ურთიერთობაში, არის ნიკა გვარამიას. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ოფიციალურად, წერილობით ვაცნობოთ რუსთავი 2-ს ჩვენი პოზიცია და დაველოდოთ მათ პასუხს" - აცხადებს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.