თუ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ხელისუფლება ამას გადაყვება - დავით ბერძენიშვილი
ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლების სურვილი რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს ფასადურია.
მათი თქმით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში, შეუძლებელია, ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
თუ მოლდოვა მიიღებს და საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ხელისუფლება ამას გადაყვება. როგორ შეიძლება ოპოზიციას დააბრალო ის, როცა შენ ხარ ხელისუფალი. თუ შენ არაფერს აკეთებ სასაკეთოს და აკეთებ ყველაფერ ცუდს, რომელიც უჩერებს ქვეყანას ევროპულ პერსპექტივას, რა თქმა უნდა, ასეთი ხელისუფლების დღეები არის დათვლილი“. - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.
გიგა ბოკერიას თქმით, ამ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
ჩვენი ისტორიული ამოცანა, ნატოსა და ევროკავშირება გაწევრიანება შეუძლებელია, სანამ ივანიშვილი და მისი გარემოცვა არიან ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ეს შეუთავსებელი ცნებებია“. - აცხადებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი.
საშინაო დავალება შესრულებულია - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო ფორუმზე, თუმცა ამავე ფორუმზე პრემიერს მისივე ხელისუფლების შეცდომები და 5 ივლისის მოვლენები შეახსენეს.