ALDE-ს ყრილობაზე საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს
ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა (ALDE) საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ მომზადებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა.
რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირს მოუწოდებს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ, 5-მა ოპოზიციურმა პარტიამ შეიმუშავა. ("ლელო საქართველოსთვის", "სტრატეგია აღმაშენებელმა", "თავისუფალი დემოკრატებმა", "რესპუბლიკელებმა" და "გირჩი მეტი თავისუფლება")
ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა ევროპულ ინსტიტუციებში პარტიებმა ოფიციალური დოკუმენტი შექმნეს, სადაც მხარი დაუჭირეს საქართველოსთვოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას - აცხადებს გიორგი ვაშაძე