რუსეთ-უკრაინის ომიდან დაბრუნებული ახალგაზრდა ერთ ბოთლი ვისკის გამო, პატიმრობაში გაუშვეს

04.06.22 20:14
 რუსეთ-უკრაინის ომიდან დაბრუნებული ახალგაზრდა ერთ ბოთლი ვისკის გამო, პატიმრობაში გაუშვეს

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომიდან დაბრუნებული 32 წლის შოთა ჯაფარიძე მოსამართლემ, ერთ ბოთლი ვისკის გამო წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. 

სხდომათა დარბაზში ჯარისკაცი, რომელიც ორი თვის განმავლობაში რუსულ სისასტიკეს უყურებდა,  მოსამართლეს უხსნიდა, რომ ფსიქიკური აშლილობა აქვს.

შოთა ჯაფარიძე პროცესზე  ყვებოდა, საკუთარი ხელებით როგორ უწევდა რუსი ოკუპანტების მოკლული 4 და 14 წლის დახვრეტილი გოგონების დამარხვა.

4 წლის დახვრეტილი ბავშვი და 14 წლის გაუპატიურებული ხეზე ჩამოკიდებული გოგოები ჩემი ხელით მყავს დამარხული მოსამართლევ, მკურნალობა მჭირდება"- ეუბნებოდა ახალგაზრდა კაცი მოსამართლეს. 

ჯარისკაცი ფსიქოლოგიური პრობლემებით, გამოძიებამ ორი დღის წინ დააკავა. მას მაღაზიიდან ერთი ბოთლი ალკოჰოლუტი სასმლის მოპარვას ედავენიან. 

ადვოკატის თქმით,  წინასწარი მოთავსების იზოლატორში ჯაფარიძე ჯერ სცემეს შემდეგ კი ბორკილებდადებული საკანში მოათავსეს.

შოთა ჯაფარიძე უკრაინაში,  ფრონტის წინა ხაზზე 57 დღე იბრძოდა, საქართველოში 20 მაისს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებების გამო დაბრუნდა, ის ერთ-ერთია, რომელიც ქიმიური ნივთიერება "ზარინით" მოწამლეს. ოჯახის თქმით, ჯარისკაცს ფსიქოლოგიური პრობლემები სწორედ ამის შემდეგ დაეწყო.

 

 

 

მსგავსი სიახლეები