ქუმსიშვილი, თურქი ბიზნესმენი, ნარკოსკანდალი და ციხე - რას შეეწირა გალიფ ოზთურქი?

04.06.22 22:14
ქუმსიშვილი, თურქი ბიზნესმენი, ნარკოსკანდალი და ციხე - რას შეეწირა გალიფ ოზთურქი?

გალიფ ოზთურქის საქმე - "ნოდარ მელაძის შაბათის" ინფორმაციით,  ნარკოდანაშაულისთვის დაპატიმრებულ თურქ ბიზნესმენს, ხელისუფლებასთან ურთიერთობა რამდენიმე თვის წინ დაეძაბა, როცა მისი და ყოფილი ჩინოვნიკის, დიმიტრი ქუმსიშვილის გზები გაიყარა. 

"ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციით დგინდება, რომ ​ქუმსიშვილმა გალიფ ოზთურქისგან სადაზღვევო ბიზნესის ხუთ მილიონიანი წილი პრაქტიკულად უფასოდ მიიღო.

უფრო კონკრეტულად, ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ, დაახლოებით წელიწადნახევარში ქუმსიშვილი აფუძნებს კომპანიას  - შპს ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები. ის ამ კომპანიის 100 პროცენტიანი მფლობელია.

უკვე 2020 წლის თებერვალში ქუმსიშვილი თურქ ბიზნესმენთან  ერთად ქმნის ახალ სადაზღვეო კომპანია "გრინ დაზღვევას". ამ ბიზნესში ქუმსიშვილს 50 % წილის სანაცვლოდ 5 მილიონი უნდა ჩაედო, ფული ოზთურქმა იმ პირობით ასესხა, რომ როცა სადაზღვევო კომპანია მოგებაზე გავიდოდა, ქუმსიშვილი მოგებიდან თანხას დაუბრუნებდა. 

ერთობლივი ბიზნესის დაწყებიდან, ერთ წელიწადში ოზთურქსა და ქუმსიშვილის  შორის ურთიერთობა დაიძაბა. 2022 წლის იანვარში, ქუმსიშვილმა თავისი წილი, ადვოკატ გიორგი ყავლაშვილს გადასცა. გაბრაზებულმა  ოზთურქმა,  განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ქუმისსვილთან ყველა ურთიერთობას წყვეტს.

 ამ დაპირისპირებიდან 6 თვეში ოზთურქს  სპეცრაზმი უვარდება სახლში, ნარკოტიკებს პოულობენ და აკავებენ. 

ქუმსიშვილი, თურქი ბიზნესმენი, ნარკოსკანდალი და ციხე - ნახეთ ნატა ქაჯაიას ჟურნალისტური გამოძიება.

 

 

 

მსგავსი სიახლეები