ჩხუბით დასრულებული პოლიციელების ქეიფი და რუსულ სიმღერებზე ამღერებული ძალოვანები
ჩხუბით დასრულებული პოლიციელების ქეიფი სატახტო ქალაქში - "ნოდარ მელაძის შაბათი" ასაჯაროებს ექსკლუზიურ კადრებს, რომელიც ქმნის სურათს, რა მოხდა მცხეთაში პოლიციის დღის აღსანიშნავ წვეულებაზე, სადაც ჩვენი ინფორმაციით, ღარიბაშვილი, კობახიძე, გომელაური და სხვები პოლიციის მაღალჩინოსნებთან ერთად ქეიფობდნენ.
კადრებში ჩანს, "მარანი ჰოლის" ეზო, სადაც ძირს თეთრპერანგიანი მამაკაცი გდია. "შაბათის ეთერის" კამერამ გადაიღო ისიც, როგორ მობილიზდა ინციდენტის შემდეგ დაცვის სამსახური შემთხვევის ადგილზე, ყველა ერთი მიმართლებით გარბის, არსად ჩანს მეორე პირი ვინც თეთრპერანგიანს დაარტყა.
ვინ ვის სცემა, პოლიციის დღეს საზეიმო ნადიმზე, მცხეთაში? - "შაბათის ეთერმა" ეს კითხვა არაერთხელ დასვა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.
"ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდი ასევე ასაჯაროებს მცხეთის ღონისძიებამდე ორი დღით ადრე გადაღებულ ვიდეოსაც, სადაც სასტუმრო გრანდში პოლიციელების დახურული წვეულებაა აღბეჭდილი. ძველი თბილისის პოლიციის მაღალჩინოსნების დროსტარება, რუსული სიმღერების თანხლებით დილამდე გაგრძელდა.
ნახეთ მაკა ჩიხლაძის ჟურნალისტური გამოძიება: