როგორ ცდილობდა ძმები კაკულიების საქართველოში შემოყვანას - მოპოვებულია ბუსა ჟვანიას ჩვენება

04.06.22 22:06
როგორ ცდილობდა ძმები კაკულიების საქართველოში შემოყვანას - მოპოვებულია ბუსა ჟვანიას ჩვენება

"ნოდარ მელაძის შაბათი" ასაჯაროებს პრემიერ ზურაბ ჟვანიას შვილის ჩვენებას, სადაც ბუსა ჟვანია დეტალურად ყვება, როგორ ცდილობდა ძმებ  გურამ და დათა კაკულიების საქართველოში შემოყვანას. 

ჩვენებიდან დასტურდება, რომ ძმებს  ნიკო კვარაცხელიას მკვლელობამდე ორი თვით ადრე ქვეყნაში შემოსვლის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა ჰქონდათ.

ყოფილი პრემიერის შვილი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ამტკიცებს, რომ ძმებ კაკულიებს მასთან ნიკო კვარაცხელიას შესახებ არასდროს არაფერი უთქვამთ. 

2021 წელს სომხეთის საზღვარი გადავკვეთე ორჯერ: პირველად წავედი 2021 წლის 17 ივლისს გიორგი კაველაძესთან ერთად.

იქ მე ჩემს მეგობრებს უნდა შევხვედროდი და ასევე უნდა გვენახა ჩვენი მეგობრები - გურამ და დავით კაკულიები.

ჩასვლისთანავე, ძმებს ერევანში ერთ- ერთ კვების ობიექტზე შევხვდით და საუბრის დროს საქართველში დაბრუნება გადავწყვიტეთ. სასაზღვრო პუნქტზე მე და კავილაძე შემოგვიშვეს, თუმცა კაკულიები არა.

ამიტომ ჩვენც უკან   სომხეთში დაბრუნება გადავწყვიტეთ და ისევ კაკულებთან ერთად დავბრუნდით სადაც კაკულიებთან ერთად დავრჩით 8 დღის განმავლობაში"- წერს ჩვენებაში ბუსა ჟვანია. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები