სალომე ზურაბიშვილი სომხეთის პრეზიდენტს, არსენ სარქისიანს, მასპინძლობს

15.04.21 16:21
სალომე ზურაბიშვილი სომხეთის პრეზიდენტს, არსენ სარქისიანს, მასპინძლობს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, არსენ სარქისიანს, მასპინძლობს. 

არსენ და ნუნე სარქისიანების დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში ამ წუთებში მიმდინარეობს. 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სომხეთის რესპუბლიკისა  და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც არსენ სარქისიანი და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

დაგეგმილია ასევე, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეხვედრა.

პროტოკოლის თანახმად, სომხეთის პრეზიდენტი თბილისში სომხურ საკათედრო ტაძარს დაათვალიერებს.