რემონტების და კაბინეტების მოწყობის ბუმი შსს-ში - პოლიციის სამმართვველოს შენობის რემონტი 3 მლნ ლარზე მეტი ჯდება

05.06.22 15:41
რემონტების და კაბინეტების მოწყობის ბუმი შსს-ში - პოლიციის სამმართვველოს შენობის რემონტი 3 მლნ ლარზე მეტი ჯდება

რემონტების და კაბინეტების მოწყობის ბუმი შსს-ში - თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის რემონტი ხალხს კოლოსალური თანხა დაუჯდება. გომელაურის უწყებამ 3 მილიონ 700 ათასის ღირებულების ტენდერი უკვე გამოაცხადა.  გამოვლენილია გამარჯვებული კომპანიაც, რომელიც სარემონტო სამუშაოებს შეასრულებს. კომპანია "მაგოილი" სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს.

სატენდერო დოკუმენტებით ირკვევა, რომ რემონტი შენობის მეორე სართულზეა დაგეგმილი. ასევე, დაგეგმილია კაპიტალური რემონტი 3-დან მე-6 სართულის ჩათვლით. მაღალჩინოსნების მთავარი მოთხოვნა ულტრათანამედროვე გაგრილებისა და გათბობის სისტემებია.

კორუფციის მკვლევარებს მიაჩნით, რომ ეკონომიკური სიდუხჭირის და სოციალური პრობლემების ფონზე ხელისუფლებას არ აქვს უფლება მილიონები ადმინისტრაციული შენობების და კომფორტის მოსაწყობად დახარჯონ.

 

მსგავსი სიახლეები