წალენჯიხის ვიცე-მერი თანამდებობას ტოვებს
წალენჯიხის ვიცე-მერი თანამდებობას ტოვებს. ლაშა ზარქუამ პოსტის დატოვების შესახებ განცხადება უკვე დაწერა. ზარქუა ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამას უკავშირდება.
ცნობილია, რომ მერიამ საკრებულოსთვის პროექტის გაგზავნა დააგვიანა, რის გამოც, არსებობდა საფრთხე, რომ პროგრამა ჩავარდნილიყო და წალენჯიხას გამოყოფილი თანხა დაეკარგა.
დოკუმენტები შედგენა დაგვიანდა, ვადებში ვერ ჩავეტიეთ და ამან გარკვეულწილად საფრთხე შეუქმნა ამ პროგრამას. მთავრობის გადაწყვეტილებით, მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, ვადები გადაიწია, თანხა დაუბრუნდა რაიონს და ყველა პროექტი განხორციელდება. კომისიის თავმჯდომარე ამ ყველაფერზე პირდაპირ თუ ირიბად პასუხისმგებელი ვიყავი. მივიღე გადაწყვეტილება, ამეღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. როცა ამ თანამდებობაზე მოვედი, ვიცოდი, რომ იქნებოდა გარკვეული პოლიტიკური ზეწოლები, მაგრამ ეს არ უკავშირდება ამას (გადადგომას)"- თქვა მან.
კითხვაზე იყო თუ არა მმართველი პარტიის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლა, ლაშა ზარქუა ამბობს: " ბუნებრივია, პოლიტიკური თამაშის წესები ყველას აქვს და პოლიტიკური პროცესები აქაც მიმდინარეობს".