იყო დედის გინება, მუქარა, ძალადობა, დადევნება - ხათუნა სამნიძე თავდამსხმელების დასჯას ითხოვს
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის, განცხადებით, მას და დავით ბერძენიშვილს თავს პოლიტიკური ნიშნით დაესხნენ.
როდესაც დაიწყო აგრესიული საუბარი, ვეცადე, გავრიდებოდით, ვუთხარი გვეჩქარება-თქო. არ გაჩერდნენ, დაგვედევნენ და ყველაზე მთავარი, რატომაც ვითხოვ მათ დასჯას, ეს არის მუქარა - "ამ ქალაქში მარტო ვერ გაივლიო".
იყო დედის გინება, მუქარა, ძალადობა - ხელის კვრა და დადევნება. შუაშიც ჩავდექი, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა დავით ბერძენიშვილსა და ერთ ერთ მათგანს შორის. სიწმინდეებს, მეფეებს როგორ ახსენებთო. პატრულის არ გვეშინია, პოლიციის წინ მითხრა, აი, პოლიცია რომ გამოიძახე და აჭერინებ ჩემს თავს, აწი ნახე, რა მოგივიდესო"- აცხადებს ხათუნა სამნიძე.
დავით ბერძენიშვილის თქმით, მას მის ძმას უხსენებდნე:
ჯერ დაიწყო საყვედური პარლამენტთან, შემდეგ ჩემთან, შემდეგ იყო შენ და შენი ძმა ჩვენს წმინდანს როგორ აგინებთ?! ორივეს მხრიდან ისმოდა დედის გინება. იმდენად მოტივირებულები იყვნენ, შარზე იყვნენ - დაცვის გარეშე ვერ გაივლითო. ერთი ეცადა, ფიზიკურად შემხებოდა, ხელი გამომიქნია. განსაკუთრებული აგრესია იყო ხათუნა სამნიძის მიმართ"- ამბობს პოლიტიკოსი.
"პირველების" ინფორმაციით, ორივე თავდამსხმელი დაკავებულია.