დაკავებების სერია ევროკავშირის ოფისთან - დაკავებულთა შორის მამა-შვილი ფალავანდიშვილებიც არიან

06.06.22 13:23
დაკავებების სერია ევროკავშირის ოფისთან - დაკავებულთა შორის მამა-შვილი ფალავანდიშვილებიც არიან

ხმაური და დაკავებები ევროკავშირის ოფისთან - რადიკალებმა ადგილზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების ფოტოები შეურაცხმყოფელი წარწერებით მიიტანეს. მათ დროშის დაწვას სცადეს, რასაც დაკავებების მთელი სერია მოჰყვა. 

დაკავებულები არიან ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები, მამა-შვილი ფალავანდიშვილები. ისინი პოლიციის მანქანით სავარაუდოდ განყოფილებაში გადაიყვანეს.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, ევროკავშირის ოფისთან ადგილი აქვს შეხლა-შემოხლას. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები