უცხოელი ექსპერტების მონაწილეობა სანდოობას გაზრდის, რაც მთავრობას არ აწყობს - სააკაშვილის ადვოკატი

06.06.22 13:26
უცხოელი ექსპერტების მონაწილეობა სანდოობას გაზრდის, რაც მთავრობას არ აწყობს - სააკაშვილის ადვოკატი

კლინიკა"ვივა-მედში" მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ცოტა ხნის წინ მისი ადვოკატი, შოთა თუთბერიძე, მივიდა. მესამე პრეზიდენტთან შესვლამდე უფლებადამცველმა უცხოელი ექიმებისთვის ლიცენზიის მიცემის გაჭიანურებაზე ისაუბრა და თქვა, რომ სააკაშვილის ექსპერტიზის პროცესში უცხოელი მედიკოსების ჩართულობა მთავრობას ამ ეტაპზე არ აწყობს.

შოთა თუთბერიძე იმედს გამოთქვამს, რომ ექსპერტიზის დასკვნა და ასევე, საერთაშორისო წნეხი, ხელისუფლებას აიძულებს, მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მისცეს. 

დაწესებულებას, იქნება ეს სახელმწიფო, თუ არასახელმწიფო დაწესებულება, უნდა ჰქონდეს ინტერესი, რაც შეიძლება კვალიფიციური ადამიანი და ავორიტეტული, სანდო პირები მონაწილეობდნენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ექსპერტიზაში. თუმცა, ცხადია, მე მგონია, რომ ხელისუფლება არ არის ამაში დაინტერესებული დღესდღეობით, ამიტომ, ცხადია, ველოდებით სირთულეებს, მათ შორის, უცხოელი ექსპერტების დაშვების ნაწილში. 

უცხოელი ექსპერტების მონაწილეობა სანდოობის ხარისხს გაზრდის ამ ექსპერტიზის დასკვნის, რაც, ბუნებრივია, მთავარობას ამ ეტაპზე ნამდვილად არ აძლევს ხელს. იმედი მაქვს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობაც და ის წნეხიც, რომელიც საქართველოს მთავრობაზე განხორციელდებადა,  ხორციელდება, საბოლოო ჯამში, მიგვაღებინებს გადაწყვეტილებას, რომლითაც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე იქნება დაცული, - ამბობს შოთა თუთბერიძე. 

 

მსგავსი სიახლეები