მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია - უჩა ნანუაშვილი
მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია, - ამის შესახებ ყოფილი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი საუბობს. ნანუაშვილი სახალხო დამცველი აპარატში სწორედ "ქართული ოცნების" პერიოდში დასაქმდა.
ყოფილი სახალხო დამცველი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის საქმეში დაკავების დღიდან რიგი დარღვევები იყო, რამაც ცხადყო, რომ ხელისუფლება ყოფილ პრეზინდეტზე შურს სძიობს.
ვხედავთ, რომ პოლიტიკოსები იღებენ გადაწყვეტილებას სამედიცინო პეროსნალი ნაცვლად, ექიმების ნაცლად, მაშინ, როდესაც ელოდებიან ექსპერტიზის დასკვნას და ეს არის საგანგაშო, როდესაც პაციენტის უფლებები არ არის მთავარი და მნიშვნელოვანი, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობა ხელისუფლების. პირველივე დღიდან, როდესაც გამოაცხადეს, რომ სააკაშვილი იყო დაკავებული, ეს განცხადება გააკეთა პრემიერმა და არა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა, მას შემდეგ იყო იყო მთელი რიგი ჯაჭვი დარღვევების, რომელიც დღემდე გრძელდება და შეიძლება ითქვას, რომ საქმეში კარგად ჩანს პოლიტიკური ინტერესი და ხელისუფლება იყენებს მართლმსაჯულებას იმისთვის, რომ მოახდინოს ანგარიშსწორება ყოფილ პრეზიდენტზე, - ამბობს უჩა ნანუაშვილი.