რომ არა "ქართული ოცნება, არათუ ევროკავშირი, ძალიან რთულ პირობებში ვიქნებოდით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინშია. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ხელისუფლებამ ყველა მოვალეობა პირნათლად შეასრულა, ჯერი კი ევროკავშირზეა.
"ჩვენ არავითარი კითხვის ნიშანი არ დაგვიტოვებია, ყველაფერი პირნათლად შევასრულეთ - ახლა ჯერი ევროკავშირზეა"- თქვა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
პრემიერი ამბობს, რომ პირადად აწარმოა საგარეო პოლიტიკა და მოლოდინიც ოპტიმისტური აქვს:
შევასრულეთ ყველა ვალდებულება, რაც აღებული გვქონდა. ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ვართ ერთგული და ვასრულებთ ხალხის დაკვეთას. რომ არა ჩვენი მთავრობა რთულ პირობებში ვიქნებოდით დღეს. ყველას შევახსენებ, რომ "ქართული ოცნების" დამსახურებაა ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი და უკვე განაცხადი წევრობისთვის"- თქვა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ოცნების" მთავრობამ დაამტკიცა, რომ ისინი ხალხის დაკვეთას პირწმინდად ასრულებენ:
რომ არა ჩვენი მთავრობა, რა თქმა უნდა, არათუ ევროკავშირი, არამედ ძალიან რთულ პირობებში ვიქნებით დღეს. სწორედ ქართული ოცნების დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის ასოცირებული ქვეყანა, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, გვაქვს უვიზო რეჟიმი ჩვენი მოქალაქეებისთვის და ახლა უკვე პატივი გვხვდა წილად, რომ შეგვეტანა განაცხადი ოფიციალურად წევრობისთვის"- დასძინა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი იქვე აღნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა გრძელი და რთული იქნება:
მარტივი პროცესი არ არის, წევრობამდე დიდი დროა, საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, სტატუსი სამმა ქვეყანამ, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ მივიღოთ. ჩვენი ქვეყანა ბოლო 9 წელი გამორჩეული რეფორმატორი და ლიდერია პარტნიორ ქვეყნებს შორის. საქართველო არის ლიდერი, ყველა პარამეტრით, ეს არაა გაზვიადებული შეფასება. მთელი მიმართულებებით. პირველ ადგილზე ვართ ჩვენ ვართ გამჭირვალე დემოკრატიული მთავრობა" - თქვა მან.