პრემიერის მტკიცებით: "სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა"
"შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე მტკიცებით, სიღარიბის დონემ ბოლო წლების განმავლობაში 17,5% შეადგინა.
შედარებისთვის გეტყვით, რომ 2010 წელს 38% იყო და 2012 წელს, მაშინ როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში 34%. რა თქმა უნდა ეს ჩვენ არ გვაკმაყოფილებს, მეტი უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ამას სჭირდება მშვიდობა მეგობრებიო'- თქვა პრემიერ-მინისტრმა.