"ბორჯომის" აქციონერი სახელმწიფო გახდება - პრემიერი

06.06.22 14:29
"ბორჯომის" აქციონერი სახელმწიფო გახდება -  პრემიერი

"ბორჯომის" აქციონერი სახელმწიფო გახდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროს მოლაპარაკებები უკვე დაასრულა. 

„ბორჯომთან“ დაკავშირბეით მინდოდა რამდენიმე სიტყვა მეთქვა... ე.ი. ეკონომიკის სამინისტრომ დაასრულა, პრაქტიკულად, უკვე მოლაპარაკებები და ერთი კვირის თავზე მთავრობის სხდომაზე ჩვენ გამოვიტანთ საკითხს და „ბორჯომის“ აქციონერები გავხდებით ჩვენ. მთავრობა გახდება, სახელმწიფო გახდება „ბორჯომის“ აქციონერი, თანამფლობელი და ამით ეს პრობლემაც მოგვარდება, - განაცხადა პრემიერმა. 

ირაკლი ღარიბაშვილი ასევე, "ბორჯომის"  ქარხნის გაფიცული თანამშრომლების თემასაც შეეხო და კონფლიქტის მოგვარების პირობა დადო. 

ვიცი, რომ მანამდე გარკვეული სირთულეები არის, იქ დასაქმებულები აპროტესტებენ. მე დღეს დილით მქონდა საუბარი ბატონ ზურაბ აზარაშვილთან. მისი დავალებით უკვე ჩართულია შრომის ინსპექცია. მე მინდა ვუთხრა ყველას, რომ არცერთი ჩვენი მოქალაქე არ დაიჩაგრება და ყველას სამართლიანად მოვექცევით და მოვეპყრობით და ყელაფერი მოგვარდება ისე, როგორც არის საჭირო, - განაცხადა პრემიერმა. 

 

 

მსგავსი სიახლეები