"უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ევროპელი კოლეგები გაოცებულები ისმენდნენ ჩვენს საუბრებს"- პრემიერი

06.06.22 14:33
"უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ევროპელი კოლეგები გაოცებულები ისმენდნენ ჩვენს საუბრებს"- პრემიერი

ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ ქვეყანა ეკონომიკის განვითარებას აგრძელებს და საქართველოში პოზიტიური დინამიკა შეინიშნება.

პრემიერის განცხადებით, საქართველოში "უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდაა".

სულ ახლახან ვიყავით ბრატისლავაში, ჩემი ევროპელი კოლეგები გაოცებულები ისმენდნენ ჩვენს, ჩემი და ლევანის დავითაშვილის საუბრებს. ასეთი ეკონომიკური ზრდა ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს დღეს მსოფლიოში. პირველი კვარტალი ჩვენ დავხურეთ 14%-იანი ეკონომიკური ზრდით, 4 თვეში ჩვენ გამოგვივიდა 10.8%-იანი ეკონომიკური ზრდა" - თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მსგავსი სიახლეები